წელს, 6 თვეში საქართველოში პირველადი რეგისტრაცია 78.7 ათასზე მეტმა ავტომობილმა გაიარა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. შედეგად, 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 975 829 ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, პირველადი რეგისტრაცია ყველაზე დიდი რაოდენობით გაიარეს Toyota -ს, FORD-სა და BMW-ს მარკის ავტომობილებმა.
უფრო კონკრეტულად:
Toyota – 11 631 ავტომობილი
FORD – 6 383 ავტომობილი
BMW – 5 504 ავტომობილი
Subaru – 5 375 ავტომობილი
Mercedes-Benz – 5 304 ავტომობილი
Hyundai – 5 148 ავტომობილი
Jeep – 4 806 ავტომობილი
Tesla – 3 295 ავტომობილი
Volkswagen – 3 201 ავტომობილი
Honda – 3 061 ავტომობილი
სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის II კვარტლის მონაცემებით ყველაზე მეტი ავტომობილი იყო რუხი ფერის. კერძოდ:
რუხი – 24 519 ერთეული
თეთრი – 19 274 ერთეული
შავი – 18 504 ერთეული
ლურჯი – 7 771 ერთეული
წითელი – 4 085 ერთეული
მწვანე – 1 525 ერთეული
ყავისფერი – 1 257 ერთეული
დანარჩენი – 1 814 ერთეული