25 ივლისს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, პროექტ „ზაფხულის დღეები – 2026“-ის ფარგლებში კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ახალქალაქის მერია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იტყობინება.
მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ქართველი შემსრულებლები: ეკა კვალიაშვილი, ნუკა კვალიაშვილი, ანა ბახტაძე, მარიამ კაცარავა, ლადო ჯანელიძე, ასევე ჯგუფები „იბერია“ და „რეზო და ბავშვები“.
საღამოს წამყვანი მაია დათუნაშვილი იქნება.
კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. შესვლა თავისუფალია.
ღონისძიება იმართება საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ორგანიზაცია „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით.
ფოტო Jnews-ის არქივიდან