2026 წლის 6 თვეში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 62.6%-ით გაიზარდა და 2 391.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ივნისში ადგილობრივი ექსპორტი 469 015.1 აშს დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 50,5%-ით არის გაზრდილი.

ადგილობრივი ექსპორტის მხრივ, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (417.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (308.4 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (243.7 მლნ. აშშ დოლარი).

ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ძირითადი ფაქტორი ყულევიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მატებაა.

იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 466.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული
სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.5 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 304.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 147.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.2 პროცენტი).