ახალქალაქელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგის მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვეს

19.07.2026 Newsroom სიახლე 340
ახალქალაქელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგის მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვეს

ახალქალაქელმა ოთხმა სპორტსმენებმა WKF კიკბოქსინგის მსოფლიო თასზე ოქროს მედლები მოიპოვა — ამის შესახებ ახალქალაქის მერიამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. ტურნირი 2026 წლის 25-27 ივნისს კიშინიოვში, „Orange Arena“-ზე გაიმართა და მასში 17 ქვეყნის 650-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა.

თავიანთ ასაკობრივ და წონით კატეგორიებში გამარჯვებულები გახდნენ:

სერჟ სარგსიანი – 13 წლამდე, 46 კგ;

ანდრანიკ მარაბიანი – 15 წლამდე, 51 კგ;

სარკის ტონაკანიანი – 15 წლამდე, 63 კგ;

ვარაზდატ აკოპიანი – 16 წლამდე, 70 კგ.

ოთხივემ პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო თასის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელს, სერგეი ტონაკანიანსა და მათ ოჯახებს გამარჯვება მიულოცა და საერთაშორისო ასპარეზზე შემდგომი წარმატებები უსურვა.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე