59 წლის ქართველი ქალი დედა გახდა

18.07.2026 Newsroom სიახლე 301
59 წლის ქართველი ქალი დედა გახდა

59 წლის ასაკში 19-წლიანი მოლოდინის შემდეგ ნანა ურუშაძე დედა გახდა.

ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ინფორმაციით, 59 წლის ნანა ურუშაძე 19-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა. ოჯახში გოგონა — ნინი — დაიბადა.

კლინიკის ცნობით, ორსულობა მესამე დონის ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში მიმდინარეობდა. მას ხელმძღვანელობდნენ მეან-გინეკოლოგები, პროფესორი ჯუმბერ უნგიაძე და ხათუნა სამნიძე.

საკეისრო კვეთა ორსულობის 34-ე კვირაზე ჩატარდა. „მედინას“ ინფორმაციით, პერინატოლოგიის, მეან-გინეკოლოგიისა და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის გუნდების ჩართულობით, დედაც და ახალშობილიც კლინიკიდან სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერნენ.

59 წლის ასაკში მშობიარობა საქართველოში უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა. თუმცა, ამ დროისთვის არ არსებობს ოფიციალური ეროვნული რეესტრი, რომელიც დაადასტურებდა, არის თუ არა ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მშობიარობა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე