ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო. ჯერ კიდევ გუშინ, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 ათას დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა, დღეს კი მისი ფასი კვლავ მომატებულია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 073 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.13%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 59.9 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.07%-ით დაკლებული მაჩვენებელია.
საქართველოში ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 357 ლარი ღირს, 750 სინჯის – 268 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 209 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 4.95 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.33 ლარი ღირს.