SJGC აბონენტებს აცნობებს, რომ გაზსადენის სარემონტო სამუშაოების გამო, 6 ივლისის 06:00 საათიდან 9 ივლისის 09:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება გეგმურად შეწყდება.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „სჯგც“ გაზის გათიშვის შესახებ უკვე გააფრთხილა. ეს უკავშირდება „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ გაზსადენის 24,4 კმ და 45,1 კმ მონაკვეთების რეკონსტრუქციას, რომლის დროსაც გაზის მიწოდება დროებით შეჩერდება.
გაზმომარაგება გაითიშება 6 ივლისის 06:00 საათიდან 9 ივლისის 09:00 საათამდე. გაზსადენის შევსების პროცესის გამო, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ფაქტობრივი შეწყვეტა და აღდგენა შესაძლოა მცირე დაგვიანებით მოხდეს.