მსოფლიოში არსებული ძლიერი სიცხის ფონზე, საქართველოში შედარებით ზომიერი ამინდი ნარჩუნდება, რაც მოკლევადიანი წვიმებისა და ელჭექის დამსახურებაა. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ახალციხეში, მოსალოდნელია ამინდი შესაძლო მოკლევადიანი წვიმითა და ელჭექით. ამინდის დეტალური პროგნოზი იხილეთ ამ მასალაში.
ახალქალაქი და ნინოწმინდა მიეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს, ხოლო ახალციხე – მთიან რაიონებს.
30 ივნისი – სამშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილგამორთ მოკლევადიანი წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა:
მთაში: ღამით +7, +12°, დღისით +21, +26°;
მაღალმთიანეთში: ღამით +4, +9°, დღისით +17, +22°.
1 ივლისი – ოთხშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილგამორთ მოკლევადიანი წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა:
მთაში: ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°;
მაღალმთიანეთში: ღამით +6, +11°, დღისით +17, +22°, ადგილგამორთ +26°-მდე.
2 ივლისი – ხუთშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილგამორთ შესაძლებელია მოკლევადიანი წვიმა, ელჭექი და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა:
მთაში: ღამით +10, +15°, დღისით +27, +32°;
მაღალმთიანეთში: ღამით +6, +11°, დღისით +18, +23°, ადგილგამორთ +30°-მდე.