გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაძვირდა.

ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება დღიურად 39 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 072 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ერთ დღეში ვირფასი ლითონის ფასი 0.98%-ით არის გაზრდილი.

ამავე მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 10%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 23%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში?
გაძვირება აისახა ადგილობრივ ბაზარზეც და გრამი ოქროს ფასმა 6 ლარით მოიმატა.

დღეის მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ძვირფასი ლითონი საშუალოდ 356 ლარი ღირს, მაშინ როცა გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით, 350 ლარი იყო