26 ივნისს, ახალქალაქის კულტურის სახლში კულტურულ-გასართობი ცენტრის, „Line Up“-ის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები, მოსწავლეთა მშობლები და სხვები ესწრებოდნენ.

Line Up - 1

ახალქალაქში ცენტრმა „Line Up“-მა ფუნქციონირება 2022 წლიდან დაიწყო. ის 4 მეგობრის: რადიკ ეზოიანის, სონა ტონაკანიანის, ჰრაჩია ჰმაზარიანისა და კრისტინა აკოფიანის ინიციატივით დაარსდა.

დღეს ცენტრში მოქმედებს ცეკვისა და მუსიკის წრეები, თეატრალური წრე, ასევე დჰოლზე, გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის შემსწავლელი წრეები.

Line Up - 1

კულტურული ცენტრის, „Line Up“-ის აღსაზრდელებმა მაყურებლისთვის ნამდვილი შოუ მოაწყვეს სომხური, ქართული, რუსული და ესპანური ნაციონალური ცეკვებით. მათ დაუკრეს დჰოლზე, წარადგინეს თეატრალური ეტიუდი და აჩვენეს ყველა ის უნარ-ჩვევა, რომელსაც ცენტრში ეუფლებიან.

Line Up - 1

მილოცვის სახით ღონისძიებაზე ხანდოს, გომანისა და დილისკის სოფლების საცეკვაო ჯგუფები გამოვიდნენ.

„Line Up“-ის დამფუძნებლებმა მადლობა გადაუხადეს ყველას: ბავშვებს, მათ მშობლებს, კოლეგებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას — ახალი ნაციონალური კოსტიუმების შეძენაში დახმარებისა და ყველა წამოწყებაში მხარდაჭერისთვის.

Line Up - 1

Line Up - 1

კულტურულ ცენტრს იუბილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

ღონისძიება სავსე დარბაზის მქუხარე ტაშის ფონზე, ყველა გამომსვლელი ბავშვის მიერ ნაციონალური კოსტიუმების ჩვენებით დასრულდა.