2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 6.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (243.4 მილიონი კუბური მეტრი).
მოსახლეობის 27.2% წყალმომარაგების სისტემის მიღმა რჩება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.87 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 72.8%), რაც 2.9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.79 მილიონი ადამიანი).
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 27.2% კვლავ წყალარინების სისტემის მიღმაა დარჩენილი.
„2025 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 2.06 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 52.3%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2 მილიონი) აღემატება 3.0%-ით.
2025 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.64 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 41.6%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.59 მილიონი) აღემატება 3.1%-ით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.