როგორც ყოველ წელს, ახალქალაქის მაცხოვრებლებმა, რომლებიც თავისუფალ დროს ყველასთვის საყვარელ ადგილას — ტავშანკის დასასვენებელ ზონაში, კერძოდ კი მის საწყის ნაწილში, რომელსაც ადგილობრივები „ბრდნოცს“ უწოდებენ — ატარებენ, ნაგვის მთები აღმოაჩინეს.

(ტავშანთაფას ამირანის გორას) ბორცვის ძირი, რომელიც ქალაქის გარეუბანში, მდინარე ფარავანთან მდებარეობს, ბევრი ახალქალაქელისთვის პიკნიკების, ოჯახური დასვენებისა და სტუმრების მასპინძლობის ტრადიციული ადგილია. ტავშანკა განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულში, როდესაც ამინდი ბუნებაში დასვენების საშუალებას იძლევა.

Musor na Tavshanke - 1

ყოველ წელს კეთილსინდისიერი და გულშემატკივარი მაცხოვრებლები აქ აგროვებენ ათობით ტომარა ნაგავს, რომელსაც ტოვებენ ადამიანები, ვისაც, როგორც ჩანს, ფეხებზე ჰკიდიათ არა მხოლოდ ბუნება, არამედ ქალაქელებისთვის საგანგებოდ მოწყობილი დასასვენებელი ადგილიც. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 10×3 მეტრის ზომის ოთხი ფანჩატური და ერთიც 5×3 მეტრის ზომის. ყველა მათგანი ლითონისაა, აქვს ბეტონის საძირკველი და გადახურვა. შიგნით დადგმულია მაგიდები და სკამები, იქვე კი განთავსებულია მაყალები და სანაგვე ურნები.

თუმცა, შექმნილი პირობების მიუხედავად, ზოგიერთი დამსვენებელი ამჯობინებს ნაგავი მთელ ტერიტორიაზე დაყაროს, ნაცვლად იმისა, რომ სპეციალურად დადგმულ ურნებში ჩაყაროს. შედეგად, ყოველ წელს ტავშანკა ნაგავსაყრელად იქცევა ხოლმე, სხვისი უპასუხისმგებლობის შედეგების დასუფთავება კი სხვა ადამიანებს უწევთ.

„აი, ასეთი სირცხვილი ხდებოდა ტავშანკაზე. ჩვენ ყველაფერი დავასუფთავეთ და ახალქალაქის სერვის-ცენტრში დავრეკეთ. გვითხრეს: „შეგროვებული ნაგვის პარკები იქვე დატოვეთ და ჩვენი თანამშრომლები დილით წაიღებენო““, — ამბობს ახალქალაქის მაცხოვრებელი.

ოფიციალურად დასასვენებელი ზონის დასუფთავება სერვის-ცენტრის მოვალეობაში არ შედის, თუმცა ის წელიწადში ერთხელ მაინც ასუფთავებს ფანჩატურების მიმდებარე ტერიტორიას. ახალქალაქის სერვის-ცენტრში „Jnews“-ს განუცხადეს, რომ ხვალ დილით დაგეგმილია მასშტაბური დასუფთავება და თავშანკის დასასვენებელი ზონის ოთხივე ფანჩატურის ტერიტორიიდან ნაგვის გატანა.

Musor na Tavshanke - 1

გასულ წელს, სეზონის დაწყებამდე, „Jnews“-ის კოლექტივის ინიციატივით, ტავშანკას დასასვენებელ ზონაში ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა. აქციის მიზანი იყო ადამიანების შთაგონება, რათა მონაწილეობა მიეღოთ თავიანთი მშობლიური ქალაქისა და სოფლების დასუფთავებაში, ასევე, დასასვენებელ ზონაში მყოფი დამსვენებლებისთვის მოეწოდებინათ, რომ მათ შემდეგ ნაგავი თავადვე აეკრიფათ. აღსანიშნავია, რომ იმ ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც სხვების მიერ დატოვებულ ნაგავს აგროვებენ და ამით ბუნებას სარგებელს მოუტანენ, სულ უფრო იზრდება.