პოლიციამ მესტიაში კიდევ 17 „მაინერი“ ამოიღო

06.06.2026 Newsroom სიახლე 195
პოლიციამ მესტიაში კიდევ 17 „მაინერი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს – ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჯამში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

უწყების განმარტებით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: კრიმინალი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე