2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ატმის იმპორტი წლიურად 95%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში 21.9 ათასი დოლარის ღირებულების (22.8 ტონა) ატამი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტირებული იყო 11.2 ათასი დოლარის ღირებულების 20.4 ტონა ატამი.
ატმის იმპორტი გაძვირდა
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ატმის იმპორტი 74%-ით გაუძვირდა. კერძოდ, შარშან 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 55 ცენტი იყო, წელს საანგარიშო პერიოდში კი ფასი 96 ცენტამდეა გაზრდილი.
რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ატამი მხოლოდ ორი ქვეყნიდან – ნიდერლანდებიდან (წილი 67.6) და თურქეთიდან (წილი 32.4) – შემოვიდა.
უფრო კონკრეტულად, ნიდერლანდებიდან წელს იმპორტირებულია 14.8 ათასი დოლარის ღირებულების 7.6 ტონა ატამი, ხოლო თურქეთიდან 7.1 ათასი დოლარის ღირებულების 15.3 ტონა.
მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ნიდერლანდებიდან 1 კგ ატმის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალო 7.2 დოლარი, ხოლო თურქეთიდან 46 ცენტი უჯდებოდა.