რესტორნებში 1 ბოთლი (0.33 ლიტრი) წყლის ფასი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი ეგვიპტეში – ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, შვეიცარიაში 1 ლიტრი ბოთლი წყლის საშუალო ფასი 5-დოლარს აჭარბებს, ეგვიპტეში კი 14 ცენტის ფარგლებშია.
5 ქვეყანა, სადაც რესტორნებში წყალი ყველაზე ძვირი ღირს, ასე გამოიყურება:
შვეიცარია – 5.07 დოლარი;
ლუქსემბურგი – 4.17 დოლარი;
დანია – 3.29 დოლარი;
ნორვეგია – 3.22 დოლარი;
ნიდერლანდები – 3.18 დოლარი.
იმ ქვეყნების ხუთეული კი, სადაც წყლის საშუალო ფასი შედარებით დაბალია, ასეთია:
ეგვიპტე – 14 ცენტი;
ინდოეთი – 15 ცენტი;
ბანგლადეში – 16 ცენტი;
ნეპალი – 16 ცენტი;
ნიგერია – 20 ცენტი.
რა ღირს წყალი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
მონაცემები აჩვენებს, რომ წყლის საშუალო ფასი რესტორნებში საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძვირი რუსეთში, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანშია. კერძოდ, აზერბაიჯანი 99 ქვეყანას შორის რეიტინგში 76-ე ადგილზეა (46 ცენტი), რუსეთი კი 65-ე ადგილზე (62 ცენტი).
სამეზობლოში აზერბაიჯანის შემდეგ წყლის ფასი ყველაზე დაბალია საქართველოში და 49 ცენტს შეადგენს, რითაც ქვეყანა 75-ე ადგილს იკავებს.
ამავე მონაცემებით, საქართველოზე ძვირია წყალი თურქეთსა და სომხეთში. უფრო კონკრეტულად, რეიტინგში თურქეთმა 55 ცენტით 68-ე ადგილი დაიკავა, სომხეთი კი 66-ე ადგილზეა (61 ცენტი).
წყარო bpn.ge