მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

უფრო კონკრეტულად „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, კვირის დინამიკას:

18 მაისი 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6774 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იმ დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1146 ლარი გახდა. მაშინ, როცა იმ დღეს მოქმედი კურსი 3.1201 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.

19 მაისი 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6758 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0016 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1079 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა.

20 მაისი 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6751 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0007 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1034 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.

21 მაისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0001 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1043 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა.

22 მაისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6744 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1020 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0030 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0126 ლარით გამყარდა.