უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

23.05.2026 Newsroom სიახლე 204
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-დან 25 მაისამდე მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

„23 მაისის მიწურულიდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია პერიოდული ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე — საშუალო)“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

თეგები: ამინდი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე