აშშ-მა რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი 30 დღით შე­ამ­სუ­ბუ­ქა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის ხა­ზი­ნის მდი­ვა­ნი სკოტ ბე­სენ­ტი ავ­რცე­ლებს.

აშშ-ის ხა­ზი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტმა დრო­ე­ბი­თი, 30-დღი­ა­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი ლი­ცენ­ზია გა­მოს­ცა, რომ­ლი­თაც ქვეყ­ნე­ბი ზღვებ­ში მყოფ გე­მებ­ზე დატ­ვირ­თუ­ლი რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი­სა და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნას შეძ­ლე­ბენ.
„ლი­ცენ­ზია ხელს შე­უ­წყობს ნედ­ლი ნავ­თო­ბის ბაზ­რის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ნავ­თობ­მა ენერ­გე­ტი­კუ­ლად მო­წყვლად ქვეყ­ნე­ბამ­დე მი­აღ­წი­ოს“, – აცხა­დებს ბე­სენ­ტი.

ცნო­ბის­თვის, ირან­ში ომის ფონ­ზე აშშ-ის ხა­ზი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 30-დღი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო ნე­ბარ­თვა პირ­ვე­ლად 12 მარტს გა­მოს­ცა, რათა ქვეყ­ნებს ზღვა­ში მყო­ფი სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი შე­ე­ძი­ნათ.

გა­სულ თვე­ში აშშ-მა რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის შე­სა­ძე­ნად ლი­ცენ­ზი­ის ვადა და­მა­ტე­ბით 30 დღით, 16 მა­ი­სამ­დე გა­ა­ხან­გრძლი­ვა.