ოქრო იაფდება – რა ღირს 1 გრამი საქართველოში?

17.05.2026 Newsroom სიახლე 227
ოქრო იაფდება – რა ღირს 1 გრამი საქართველოში?

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა.

ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 137 დოლარით დაეცა და 4 541 დოლარით განისაზღვრა.

Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ღირებულება 2.9%-ით არის შემცირებული, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2.3%-იანი ვარდნა ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ოქრო წლიურად 46%-ითაა გაძვირებული.

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ოქრო ერთ დღეში 13 ლარით გაიაფდა.

დღეს 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 398 ლარის ფარგლებში ღირს, მაშინ როცა გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით 411 ლარი იყო.

თეგები: ფინანსები
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე