ჩინეთის თავმჯდომარე სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის საკითხმა შესაძლოა აშშ და ჩინეთი კონფლიქტამდე მიიყვანოს.

როგორც მედია იუწყება, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას სი ძინპინმა ტაივანის საკითხს „ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“ უწოდა.

„თუ ჩვენ მას სწორად მოვაგვარებთ, ორმხრივი ურთიერთობები მთლიანობაში სტაბილური დარჩება. ხოლო თუ მას სათანადოდ ვერ გადავჭრით, ორი ქვეყანა შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდეს ან კონფლიქტიც კი წარმოიქმნას, რაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს უკიდურესად სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენებს“, — აღნიშნა სი ძინპინმა.

ჩინეთი ტაივანს თავის პროვინციად მიიჩნევს და ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

„ბოლო წლებში პეკინმა გააძლიერა სამხედრო წვრთნები კუნძულის გარშემო, მათ შორის პორტების ბლოკადის სიმულაციები, რაც ტაივანის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონი პეკინს ერთადერთ ლეგიტიმურ ჩინურ მთავრობად აღიარებს, თუმცა ტაივანთან არაოფიციალურ ურთიერთობებს ინარჩუნებს და კანონით ვალდებულია კუნძულს თავდაცვის საშუალებები მიაწოდოს. გასულ წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვის შესახებ გამოაცხადა, რამაც პეკინის უკმაყოფილება გამოიწვია“, — წერს მედია.