ევროსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები საიმიგრაციო კანონების აღსრულების შესახებ, რომელთა თანახმად, 2025 წელს მესამე ქვეყნის 491,950 მოქალაქეს მიეცა ევროკავშირის დატოვების მითითება, რაც 5.8%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
ევროკავშირიდან დეპორტირებული მესამე ქვეყნის მოქალაქეთა რიცხვი 21%-ით გაიზარდა. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი (13,405), საქართველო (10,475), სირია (8,370) და ალბანეთი (8,020).
ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა გერმანიამ, რომელსაც მოჰყვებიან საფრანგეთი და შვედეთი.
გარდა ამისა, 2025 წელს შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების 132,600 მოქალაქეს, რაც 7.1%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
შესვლაზე უარის თქმის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინის მოქალაქეებს შორის (26,975), შემდეგ მოდიან ალბანელები (12,430), მოლდოველები (11,660), კოლუმბიელები (6,565), თურქები (5,635) და სერბები (5,440). საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა — ევროკავშირში შესვლაზე უარი ეთქვა 4,785 მოქალაქეს.
სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალი მიგრანტების რიცხვი 21.7%-ით შემცირდა.