განისაზღვრა პირველადი მოხმარების 15 პროდუქტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ფასდაკლებით

13.05.2026 Newsroom სიახლე 221
განისაზღვრა პირველადი მოხმარების 15 პროდუქტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ფასდაკლებით

პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, – განაცხადა „თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროდუქცია თაროებზე სპეციალური მაჩვენებლითაა გამოყოფილი.

„მარტივად მისაგნები რომ იყოს მაღაზიაში, ეს ასორტიმენტი თაროზე გამოყოფილი გვაქვს სპეციალური წითელი მაჩვენებლით“, – აღნიშნა თამარ კობაიძემ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე