როგორია ჰაერის ხარისხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში?

13.05.2026 Newsroom სიახლე 212
როგორია ჰაერის ხარისხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში?

დღეს, პორტალის Ambient Air Quality Portal მონაცემების მიხედვით, საქართველოს ქალაქების უმეტესობაში ჰაერის ხარისხი ფასდება როგორც „ძალიან კარგი“, „კარგი“ ან „დამაკმაყოფილებელი“.

ამ დროისთვის ჰაერის „ძალიან კარგი“ ხარისხი დაფიქსირებულია მესტიაში, ზუგდიდში, ქუთაისში (ნინოშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე), ახალციხესა და თელავში.

„კარგი“ ხარისხის ჰაერია ბათუმში (აბუსერიძის ქ. №1), ქუთაისში (ლადო ასათიანის ქ. №98), რუსთავში (ბათუმის ქ. №19 და მეგობრობის გამზ. №35ა) და თბილისში (ვარკეთილი 3; აღმაშენებლის გამზ. №73ა; ყაზბეგის გამზ. — ვასო გოძიაშვილის ბაღის მიმდებარედ; მარშალ გელოვანის გამზ. №34).

ამავე მონაცემებით, დედაქალაქში, წერეთლის გამზირის 105 ნომერში განთავსებულ სადგურზე ჰაერის ხარისხი ფასდება როგორც „დამაკმაყოფილებელი“.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე