როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

11.05.2026 Newsroom სიახლე 208
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი ამინდის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 12–13 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელვით, 14 მაისს კი უნალექო ამინდი დადგება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24…+26 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15…+17 გრადუსს შეადგენს“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12–13 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, 14 მაისს კი ამინდი გაუმჯობესდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22…+24 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა.

თეგები: ამინდი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე