საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზრდება (2026-2035 წლებში) 20 ტვტ.სთ-მდე,“ – ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ სექტორულ მიმოხილვაშია საუბარი.

კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ჯამურად 14.9 ტვტ.სთ შეადგინა, გენერაციამ – 13.8 ტვტ.სთ, იმპორტმა – 1.6 ტვტ.სთ, ექსპორტმა – 0.5 ტვტ.სთ, დადგმულმა სიმძლავრემ კი – 4.8 გვტ-ს მიაღწია.

ამასთან, პუბლიკაციაში განხილულია ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები 1 სულ მოსახლეზე საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში.

უფრო კონკრეტულად, „გალთ&თაგარტის“ მიხედვით, საქართველო დენის მოხმარებით 1 სულ მოსახლეზე სამეზობლოში მესამე ადგილზეა.

კერძოდ, კვლევის მიხედვით, რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ ადამიანზე, საშუალოდ ასე ნაწილდება:

  • რუსეთი – 8.2 მგვტ.სთ;
  • თურქეთი – 4 მგვტ.სთ;
  • საქართველო – 3.9 მგვტ.სთ;
  • სომხეთი – 2.8 მგვტ.სთ;
  • აზერბაიჯანი – 2.6 მგვტ.სთ;
  • ზოგადად კი, „გალთ&თაგარტის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო 3 წელია ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

სტატისტიკის თანახმად, როგორც უკვე აღვნიშნეთ 2025 წელს მოსახლეობის ჯამურმა მოხმარებამ 14.9 ტვტ.სთ შეადგინა, 2024 წელს – 13.8 ტვტ.სთ, 2023 წელს – 13.1 ტვტ.სთ, ხოლო 2022 წელს – 14.2 ტვტ.სთ.