ავარია ახალციხის მუნიციპალიტეტში

09.05.2026 Newsroom სიახლე 192
ავარია ახალციხის მუნიციპალიტეტში

ახალციხეში, სოფელ აწყურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2 პირი.

ადგილობრივი მედია TOK2Region-ის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკა იმედში გადაიყვანეს მეორე კი – ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ცხენს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე