გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 6-დან 8 მაისამდე მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ზოგან ნალექით. ყველაზე ცივი ამინდი 6 მაისს არის მოსალოდნელი, რის შემდეგაც ეტაპობრივად დათბება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში მოსალოდნელია პერიოდულად წვიმიანი ამინდი, ხანმოკლე ნალექითა და ელჭექით. წარმოგიდგენთ პროგნოზს დღეებისა და ზონების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქი და ნინოწმინდა მიეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს, ხოლო ახალციხე -აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებს.
6 მაისი, ოთხშაბათი
დასავლეთ საქართველო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.
ბარში: ღამით +7, +12°; დღისით +12, +17°;
მთაში: ღამით +4, +9°; დღისით +9, +14°;
მაღალმთაში: ღამით 0, +5°; დღისით +6, +11°.
აღმოსავლეთ საქართველო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში თოვლჭყაპი. ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.
ბარში: ღამით +5, +10°; დღისით +12, +17°;
მთაში: ღამით +2, +7°; დღისით +8, +13°;
მაღალმთაში: ღამით -2, +3°; დღისით +3, +8°.
7 მაისი, ხუთშაბათი
დასავლეთ საქართველო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ღამით ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.
ბარში: ღამით +6, +11°; დღისით +16, +21°;
მთაში: ღამით +4, +9°; დღისით +14, +19°;
მაღალმთაში: ღამით -1, +4°; დღისით +11, +16°.
აღმოსავლეთ საქართველო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალმთაში ღამით ზოგან თოვლჭყაპი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.
ბარში: ღამით +3, +8°; დღისით +16, +21°;
მთაში: ღამით 0, +5°; დღისით +14, +19°;
მაღალმთაში: ღამით -4, +1°; დღისით +8, +13°.
8 მაისი, პარასკევი
დასავლეთ საქართველო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ.
დაბლობში: ღამით +5, +10°; დღისით +18, +23°;
მთაში: ღამით +2, +7°; დღისით +18, +23°;
მაღალმთაში: ღამით -1, +4°; დღისით +16, +21°.
აღმოსავლეთ საქართველო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით კი უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მაღალმთაში ღამით ზოგან თოვლჭყაპი, შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.
ბარში: ღამით +6, +11°; დღისით +15, +20°;
მთაში: ღამით +1, +6°; დღისით +14, +19°;
მაღალმთაში: ღამით -3, +2°; დღისით +9, +14°.