გარემოს ეროვნული სააგენტო 2–4 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ხანმოკლე ნალექითა და ელჭექით.
თბილისი: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20…+22°C იქნება.
სანაპირო რაიონები (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): პერიოდული ხანმოკლე წვიმა და ელვა. ტემპერატურა დღისით +16…+18°C.
დასავლეთ საქართველოს დაბლობი რაიონები (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ხანმოკლე წვიმა და ელვა. ტემპერატურა დღისით +22…+24°C.
დასავლეთ საქართველოს მთიანი რაიონები (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ხანმოკლე წვიმა და ელვა. ტემპერატურა დღისით +16…+18°C.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონები (მესტია, ბახმარო): ხანმოკლე წვიმა და ელვა. ტემპერატურა დღისით +16…+18°C.
ქართლი (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ხანმოკლე წვიმა და ელვა. ტემპერატურა დღისით +21…+23°C.
კახეთი (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელვა. ტემპერატურა დღისით +20…+22°C.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რაიონები (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ხანმოკლე წვიმა და ელვა. ტემპერატურა დღისით +16…+18°C.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონები (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ხანმოკლე წვიმა და ელვა. ტემპერატურა დღისით +10…+12°C.