თბილისში უსახლკაროდ რეგისტრირებულთა რაოდენობამ 4159-ს მიაღწია

14.04.2026 Newsroom სიახლე 1049
თბილისში უსახლკაროდ რეგისტრირებულთა რაოდენობამ 4159-ს მიაღწია

თბილისში უსახლკაროს სტატუსი ოფიციალურად 4159 პირს აქვს მინიჭებული. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ეს სტატუსი ეძლევათ მათ, ვინც თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი, არ აქვს რეგისტრაცია ან დაკარგა იგი დედაქალაქში. მათ შორის არის 1525 ოჯახი, რომელთა ცხოვრებასაც მუდმივი საცხოვრებლის არქონა ართულებს; აქედან 566 ბავშვიანი ოჯახია.

მერია ამ მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სხვადასხვა ნაბიჯს დგამს, რაც მოიცავს მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფას, თავშესაფრებში განთავსებას ან ქირის კომპენსირებას.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე