ოქროსა და ვერცხლის ფასები მსოფლიო ბირჟებზე კლებულობს. რა ღირს ერთი გრამი საქართველოში?

ოქროსა და ვერცხლის ფასები მსოფლიო ბირჟებზე კლებულობს. რა ღირს ერთი გრამი საქართველოში?

ოქროსა და ვერცხლის ფასი მსოფლიო მასშტაბით იკლებს. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ძვირფასი ლითონის ერთი უნციის ფასი 4988 დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.29%-ით ნაკლებია. ვერცხლის ფასი ამჟამად ერთი უნციისთვის 79.35 დოლარია, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.49%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება საქართველოს, 999 სინჯის ოქროს 1 გრამი 408 ლარი ღირს, 750 სინჯის ოქრო — 306 ლარი, ხოლო 585 სინჯის ოქრო — 238 ლარი.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, დღეს 999 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 5.97 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.22 ლარადაა შესაძლებელი.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე