სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

18.03.2026 Newsroom სიახლე 1126
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, სიონში დაკრძალვა თავად პატრიარქის სურვილი იყო.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

თეგები: რელიგია
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე