სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგი გრძელდება

15.03.2026 Newsroom სიახლე 1084
სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგი გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს.

მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.

„ამ დროისთვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე