რომის პაპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

15.03.2026 Newsroom სიახლე 1012
რომის პაპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებისა და კეთილი ნების ყველა ქალისა და მამაკაცის სახელით: შეწყვიტეთ ცეცხლი! დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას!ძალადობა ვერასდროს მოიტანს სამართლიანობას, სტაბილურობასა და მშვიდობას, რომელსაც ხალხი ელოდება. ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და მრავალი სხვა იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები“, – თქვა პაპმა.

ლეო XIV ასევე აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ადამიანები, ორი კვირაა, სასტიკ ძალადობას განიცდიან.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე