მოსალოდნელზე უფრო „ძვირი“ ზამთარი

მოსალოდნელზე უფრო „ძვირი“ ზამთარი

წლევანდელი ზამთარი ჯავახეთში გასულ წლებთან შედარებით ცივი გამოდგა. იმ სოფლებში სადაც გაზი არ არის, მოსახლეობას გათბობის პრობლემა აქვს. გაზის ნაცვლად ხალხი შეშას იყენებს, რაც მათ გაზზე ძვირი უჯდებათ.

ჯავახეთში წელიწადში 7-8 თვე- ნოემბრის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე, ამინდის მკაცრი პირობების გამო შეშის ღუმელებს იყენებენ.

Jnews-მა მცირე გამოკითხვა ჩაატარა სოფლებში, სადაც გასათბობად შეშას იყენებენ.

„ერთ რიგ შეშაში 600 ლარს ვიხდით, საშუალოდ 4-5 კაციანი ოჯახი მოიხმარს 4 რიგს, რაც 2400 ლარს შეადგენს. არიან ადამიანები, რომლებსაც შეშის ყიდვის საშუალება არ აქვთ და ნაკელის იმედით არიან დარჩენილი. წელს 4 რიგი შეშა ვიყიდე, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, კიდევ ერთი რიგი შეშის ყიდვა მომიწევს, რომ საკმარისი იყოს“, – ამბობს სოფელ დადეშის მცხოვრები ეღიშე სარგსიანი.

Jnews-ი დაუკავშირდა შეშის ერთ-ერთ გამყიდველს, რომელმაც საკუთარი თავის წარდგენა არ ისურვა და თქვა, რომ შეშაზე წელს დიდი მოთხოვნაა. შეშის ფასი ამინდის პირობების გამო გაიზარდა. 1 რიგი შეშა 700 ლარი ღირს.

შეშაზე ფასები ბოლო წლებში გაიზარდა.

ამრიგად, თუ 2016 წელს ერთი რიგი შეშის ფასი 400-420 ლარი იყო, მაშინ 2019 წელს ის 350-450 ლარამდე მერყეობდა, რაც დამოკიდებული იყო შეშის ხარისხზე. 2024 წელს ერთი რიგი შეშა 600 ლარი ღირდა, ხოლო წელს – 700 ლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 18 არ არის გაზიფიცირებული.

ძირითადად შეშას ყიდულობენ შემდეგი სოფლები: მოდეგამი, გოგაშენი, აფნია, კარცეფი, აზმანა, ოკამი, ერინჯა, დავნია, ხავეთი, დადეში, სულდა, ბოზალი, ფილიპოვკა, კარწახი, აბული, ბუზავეთი, პატარა სამსარი და დიდი სამსარი.

გევორგ ჯანოიან

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე