ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლიდან 2023 წლამდე რეგისტრირებული ქორწინებების შემცირების ტენდენციაა. განქორწინების სტატისტიკა აჩვენებს ცვალებად ტენდენციას. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს.

სტატისტიკის მიხედვით,

2023 წელს ახალქალაქში 169 ქორწინება დარეგისტრირდა, აქედან:

ახალქალაქში – 35
სოფლებში – 134

2022 წელს სულ 230 ქორწინებაა რეგისტრირებული:

ახალქალაქში – 44
სოფლებში – 186

2021 წელს 341-მა წყვილმა დაარეგისტრირა ქორწინება:

ახალქალაქში – 69
სოფლებში – 272

პანდემიის მწვავე ფაზაში, 2020 წელს – სულ 247:

ახალქალაქში – 54
სოფლებში – 193

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2010 წლიდან 2023 წლამდე ყველაზე მეტი ქორწინება 2010 წელს დაფიქსირდა – 459 (ახალქალაქში – 76, სოფლებში – 383).

ქალაქ ახალქალაქში 2010 წლიდან 2023 წლამდე ყველაზე მეტი ქორწინება 2014 წელს დაფიქსირდა – 78.

სოფლებში ამავე პერიოდში ყველაზე მეტი ქორწინება 2010 წელს დაფიქსირდა – 383.

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განქორწინების სტატისტიკა

2023 წელს 44 წყვილი განქორწინდა, 2022 წელს – 50, 2021 წელს – 52, 2020 წელს – 22 წყვილი.

ყველაზე მეტი განქორწინებული წყვილი 2010 წლიდან 2023 წლამდე იყო 2021 წელს – 52 წყვილი, ყველაზე ნაკლები 2011 წელს – 16 წყვილი.

ყველაზე მეტად განქორწინდებიან 25-დან 39 წლამდე ასაკის წყვილები, ყველაზე ნაკლებად 16-დან 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში და 60+ ასაკში.