მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 167 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 167 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური სტატისტიკით 167 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად კორონავირუსისგან 147.9 მილიონი პაციენტი განიკურნა, ხოლო ამჟამად ინფიცირებულია 15.5 მილიონი ადამიანი.

Worldometers-ის თანახმად, ვირუსს ჯამში 3.46 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – საფრანგეთი, მეხუთეზე კი – თურქეთია.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე