17-დან 21 ივნისამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სამსარში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა. 28 გუნდიდან პირველი ადგილი სოფელ ეხტილას გუნდმა მოიპოვა.
საფეხბურთო ტურნირში, რომელიც სოფელ დიდი სამსარის ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული, სადაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 27 სოფლის გუნდებმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთმა გუნდმა მიიღეს მონაწილეობა.
ფინალში სოფელ ეხტილას და ბეჟანოს გუნდებმა ითამაშეს. მატჩი 5:1 დასრულდა.
პირველი დამსახურებული ადგილი სოფელ ეხტილას გუნდმა დაიკავა.
მეორე ადგილი ბეჟანოს გუნდს ერგო.
მესამე ადგილი სოფელ ზაქვის გუნდმა დაიკავა. ტურნირის დასრულების შემდეგ გუნდებს თასები გადაეცათ.