9 დეკემბერს Jnews-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით ახალქალაქის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებას დაკეტვის საფრთხე ემუქრება, რომელშიც ჩამოთვლილია პრობლემები, რომლებსაც საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილება აწყდება. ამ სტატიას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური მედიის მომხმარებლებისგან, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი. სტატიის ნახვის შემდეგ ახალქალაქში მცხოვრები ჰ.ტარზიანი დაუკავშირდა ჩვენს რედაქციას თავისი გამოცდილების, გინეკოლოგიური საავადმყოფოს გუნდისა და მუშაობის შესახებ ინტერვიუს მიცემის თხოვნით.
24 დეკემბერს ჰ.ტარზიანმა თავი ცუდად იგრძნო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების გადაუდებელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაცია.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და, როგორც ტარზიანი აღნიშნავს, ექიმებმა მას მეორე სიცოცხლე აჩუქეს.
„23 დეკემბერს მთელი დღე სისუსტეს ვგრძნობდი და ბოლოს გონება დავკარგე. ჩემმა მეუღლემ სასწრაფო გამოიძახა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადამიყვანეს. სსაავადმყოფოში რომ შევედით, ყველა თანამშრომელი მზად იყო, ექიმმა ზოიამ სასწრაფოდ ჩამიტარა გამოკვლევა, მერე ექოსკოპია გამიკეთეს და საოპერაციოში გადაგვიყვანეს. ჩემთან 6-7 ექიმი, ექთანი, ექიმი ზოია, ბატონი თოროიანი შეიკრიბა. პანიკაში ჩავვარდი, ვფიქრობდი, რა დამემართა, რომ ყველა ასე აირია, მოვიდა ერთ-ერთი ექიმი, მისი სახელი არ მახსოვს და მითხრა, არ გეშინოდეს, სულ 15 წუთი გაგრძელდევა. და როცა გავიღვიძე, ყველაფერმა ჩაიარა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა ექიმებმა მეორე სიცოცხლე მაჩუქეს. პოსტოპერაციულ პერიოდშიც ძალიან დამეხმარნენ, რადგან ფიზიკურად ჯერ კიდევ ძალიან სუსტად ვიყავი, ყოველთვის ჩემს გვერდში იყვნენ, ყველანაირად მეხმარებოდნენ. ყველა ექიმი მოდიოდა, ინტერესდებოდა, მეკითხებოდა, როგორ ვგრძნობდი თავს, ძალიან აღფრთოვანებული და მადლობელი ვარ“.
ჰ.ტარზიანი, როგორც მოქალაქე, ძალიან შეშფოთებულია გინეკოლოგიური განყოფილების დახურვის გამო, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, როგორ მივიდნენ თბილისში ან ერევანში.
ჰ. ტარზიანი მადლობას უხდის ახალქალაქის საავადმყოფოს მთელ სამედიცინო პერსონალს.