ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი შეშფოთებულია, რომ კლინიკის სამშობიარო განყოფილება მომავალში შესაძლოა დაიხუროს. თუ კლინიკა თვეში მშობიარობის შესაბამის რაოდენობას არ მიიღებს, განყოფილების დახურვის საკითხი დადგება.

ალექსან თოროიანი ამბობს, რომ ამჟამად კლინიკას აქვს ისეთი განყოფილებები, რომელთა შენარჩუნებაც გართულდა, ერთ-ერთი გინეკოლოგიური განყოფილებაა.

„მოგეხსენებათ, სამშობიარო განყოფილება ღიაა დილიდან საღამომდე, ყოველდღე, კვირაში შვიდი დღე. არის საავადმყოფოები, სადაც მშობიარობისას მორიგე მეან-გინეკოლოგს ეძახიან, მაგრამ მათ საავადმყოფოში ასეთი განყოფილება არ არის. ხოლო ჩვენ გვაქვს ეს განყოფილება, თუმცა არ ვიცი, მშობიარობისთვის რატომ მიდიან ქალები ახალციხეში ან სხვა ქალაქებში. ჩვეულებრივ, გაურთულებელ მშობიარობაზეც კი მიდიან. ახლა დიდი კითხვის ნიშანი არსებობს, შევძლებთ თუ არა ამ განყოფილების შენარჩუნებას ჩვენს კლინიკაში და შემდგომ მუშაობას. და ამ განყოფილების არარსებობა ჩვენი საზოგადოების წინაშე დანაშაულის ტოლფასია“, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 1 იანვრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით 198 ბავშვი დაიბადა. საავადმყოფოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შობადობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. 2023 წელს ახალქალაქის საავადმყოფოში 336 ბავშვი დაიბადა.

თოროიანი ამბობს, რომ მზად არიან მოუსმინონ ყველას და მოაგვარონ ნებისმიერი პრობლემა, გაიგონ რა პრობლემა არსებობს, რომ ორსულებს მშობიარობა სხვა ქალაქებში ურჩევნიათ.

„თუ არის საკითხები, რაც ჩვენ არ ვიცით, მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას. სინანულით ვამბობთ, რომ გინეკოლოგიური განყოფილების შენარჩუნება რთული იქნება და სერიოზული დანაკარგი იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია ცარიელი საავადმყოფოსა და მომუშავეების მშობიარობის გარკვეული რაოდენობის გარეშე შენარჩუნება”.

Jnews-ი ესაუბრა რამდენიმე ქალს, რომლებმაც როგორც ახალქალაქში, ასევე სხვა ქალაქების კლინიკებში იმშობიარეს.

„პირველი შვილი ახალქალაქის კლინიკაში გავაჩინე. მე უკმაყოფილო ვარ იმ სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებით, რომლებმაც მშობიარობა მიიღეს, ისინი ძალიან უხეში იყვნენ. მეუბნებოდნენ, რომ არ ვიცოდი, რა განვიცადე, რა იყო მშობიარობა, რომ ტკივილს ვერ გავუძელი. ანუ იმ მომენტში, როცა ქალს უდიდესი თანაგრძნობა და დახმარება ესაჭიროება, პირიქით აკეთებენ. დამლაგებლებიც უხეში იყვნენ. იმასაც დავამატებ, რომ „მახარიჩი“ (დამატებითი თხანხა იმისთვის, რადგან მშობიარობამ კარგად ჩაიარა) უნდათ. ამიტომ მეორე ბავშვის დროს გადავწყვიტე სამშობიაროდ ახალციხეში წავსულიყავი. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ახალციხის ექიმები ბევრად კეთილგანწყობილნი იყვნენ, ერთი საყვედური სიტყვაც არ გამიგია“.

მეორე ქალმა ორსულობისას გინეკოლოგს მიმართა და წამლები ყოველგვარი ანალიზის გარეშე დაუნიშნა. ამ ინციდენტის შემდეგ ჩვენი თანამოსაუბრე ახალქალაქის კლინიკაში აღარ წასულა და მაშინვე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დარეგისტრირდა.

მეორე ქალბატონი ყვება, თუ როგორ ხედავდა განსხვავებულ დამოკიდებულებას იმ პალატაში, რომელშიც იწვა – ქალი სოფლიდან და ქალი ქალაქიდან, რომელიც სამედიცინო პერსონალის ნაცნობი იყო.

„ისინი ყოველ წამს მოდიოდნენ მასთან, იყვნენ ძალიან ნაზები, კარგად ეპყრობოდნენ, მაგრამ ჩემს მიმართ – არც ისე. მაშინაც კი, როცა სააბაზანოს ვიყენებდი, დამლაგებელი ქალბატონი თვალს მადევნებდა და მუხეშებოდა, რომ შემთხვევით რამე არ დამეღვარა, რადგან ახლახან გაწმინდა“.

ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების გამო ორსული ქალები ხშირად ახალქალაქის საავადმყოფოში არ მშობიარობას ანიჭებენ უპირატესობას. ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი გამოთქვამს მზადყოფნას მოუსმინოს ყველას, განიხილოს და მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა.