ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებები საახალწლო არდადეგებზე გადიან და მუშაობას 2025 წლის 15 იანვრიდან განაახლებენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღი საახალწლო არდადეგებზე გადის. ისინი მუშაობას 2025 წლის 15 იანვარს განაახლებენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, პედაგოგიური პერსონალი მუშაობას 13 იანვრიდან შეუდგება.
„ბავშვების მისაღებად ჩვენ ადრე დავიწყებთ, რომ საბავშვო ბაღები დავასუფთავოთ, გავათბოთ“, – თქვა ანაიდა ასატურიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, საიდანაც 2 ალტერნატიულია. ქალაქში სამი სკოლამდელი დაწესებულება სარემონტო სამუშაოებისთვის დაკეტილია. 2015 წელს ახალქალაქში, ქალაქის სამხრეთ ნაწილში, მე-5 საჯარო სკოლის (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) გვერდით ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.
ანაიდა ასატურიანის თქმით, იმედოვნებს, რომ ახალი საბავშვო ბაღი პირველ მარტამდე გაიხსნება. ისინი ამ ახალ საბავშვო ბაღში 100-მდე ბავშვის განთავსებას აპირებენ.
აღვნიშნავთ, რომ სარემონტო სამუშაოების გამო ქალაქის საბავშვო ბაღები დაკეტილია და ამ საბავშვი ბაღებში მომუშავე მშობლების ბავშვები სოფლის საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.