რისი გაკეთება შეძლო ახალქალაქის საქალაქო ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტში ნარჩენების გატანის სფეროში? Jnews-ი მერიასთან დაინტერესდა გასულ წელს ახალი ნაგვის ურნების შესყიდვისა და დამონტაჟების, ხელოვნური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციისა და ნაგვის დახარისხების კუთხით დაგეგმილი და დასრულებული სამუშაოების შესახებ.
გასულ წელს ახალქალაქის მერიამ მუნიციპალიტეტში ნაგვის ურნების რაოდენობა დაახლოებით 240-ით გაზრდა, ასევე სერვის ცენტრისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი 4 ახალი ტექნიკის შეძენა მოახერხა, რომელთაგან ერთი საჩუქრად მიიღო.
„წელს 4 სპეცტექნიკა შევიძინეთ, ერთ-ერთი ნაგვის მანქანა საჩუქრად მივიღეთ. ჩვენ ასევე მონაწილეობა მივიღეთ გრანტების გაცემაში, ველოდებით პასუხს, დამტკიცების შემთხვევაში თოვლის მოსაწმენდი მანქანა გვექნება. ეს ტექნიკა მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.
მისი თქმით, ნარჩენების გატანის მიმართულებით მუნიციპალიტეტმა 2024 წელს დაგეგმილზე მეტი გააკეთა.
„ჩემი აზრით, იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ვგეგმავდით, რადგან ვგეგმავდით 120 ნაგვის ურნის შეძენას და სოფლებში დამონტაჟებას, ამის მაგივრად 240 ნაგვის ურნა ვიყიდეთ, დაახლოებით 400 ათას ლარად“, – ამბობს მნაცაკან პამფუხჩიანი.
მან ასევე დაამატა, რომ მუნიციპალიტეტმა ხელოვნური ნაგავსაყრელები თითქმის 80 პროცენტით გააუქმა, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არის სამუშაოები.
„ხელოვნური ნაგავსაყრელების პრობლემა ძირითადად მოვაგვარეთ. ყველაზე დიდი დარჩა დილისკში, რომელიც არა მხოლოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, არამედ ტექნიკაც ვერ აღწევს იქ. ხანდოში აღარ არის, ალასტანშიც იყო, მოვხსენით, ბეჟანოში მთლიანად არ აღმოიფხვრა, რადგან მოსახლეობა, ჩვევის თანახმად, დროდადრო იქ ყრის ნაგავს. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ცუდი ადგილები აღმოიფხვრა, პრობლემატური რჩება მხოლოდ დილისკა“, – თქვა მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა.
მიმდინარე, 2024 წელს, მუნიციპალიტეტი ნაგვის დახარისხებისთვის ნაგვის მანქანის შეძენას და ქალაქ ახალქალაქში ნაგვის დახარისხების პროცესის დაწყებას გეგმავდა. თუმცა, როგორც მერიიდან გავცნობეს, ნაგვის ურნების განთავსებაზე სოფლებში დიდი მოთხოვნა იყო, ამიტომ ნაგვის ურნების შეძენის გადაწყვეტილება მიიღეს.
„მეორე ეტაპზე ვგეგმავდით ნაგვის დახარისხებას, მაგრამ ისევ ნაგვის ურნები ვიყიდეთ. გადავწყვიტეთ ყველა სოფელი დაგვეწყო ნაგვის ურნებით, შემდეგ კი ნაგვის დალაგებაზე ვიფიქროთ. ალბათ მომავალ წელს დავიწყებთ დახარისხებას, მაგრამ მხოლოდ ქალაქში. ვფიქრობ, დახარისხების დაწყება რეალისტურია, მაგრამ ჯერ ვეცადოთ გამოვყოთ ჩვეულებრივი ნაგვისგან, მაგალითად, მინა, რომ ძალიან არ გაგვიჭირდეს“, – დაამატა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან პამფუხჩიანმა.
ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ: