სოფელ ხანდოს ნაგავსაყრელი, რომელიც სოფლის მცხოვრებთა მიერ 2000-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, მერის გადაწყვეტილებით დაიხურება. ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობის პარალელურად, ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც მუნიციპალიტეტი სახსრებს არ დახარჯავს.

axb10

სოფელ ხანდოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის დახურვით კმაყოფილია. სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს არა მხოლოდ იქიდან გავრცელებულ სურნელს და ტოქსიკურ ნივთიერებებს, არამედ იმას, რომ ნაგავსაყრელი გზის პირას დგას და ნაგავსაყრელი პირველია, რაც სოფელში ჩასულებს ხვდება.

axb7

„ნაგავსაყრელი შევქმენით, ყველაფერს იქ ვყრით, ძალიან გვიხარია, რომ დაკეტავენ. მაგრამ ამავდროულად ვფიქრობთ, რას ვიზამთ მომავალ წელს, სად გადავყრით გამოუყენებელ, არარეალიზებულ კარტოფილს“, – ამბობს სოფელ ხანდოს ერთ-ერთი მცხოვრები.

სოფელ ხანდოში ხელოვნური ნაგავსაყრელი თავად სოფლის მცხოვრებლებმა „დააარსეს“, რადგან ადრე სოფლებში ნაგვის შეგროვება საერთოდ არ იყო, და გადაწყვეტილების მიღება ხალხს დამოუკიდებლად უწევდა.

axb6

ახლა სოფლის დასაწყისში და თავად სოფელში ნაგვის ურნები დამონტაჟდა, მართალია ცოტაა, მაგრამ სოფელში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.

მაგალითად, თუ 2023 წელს ნაგავსაყრელთან იყო 10 ნაგვის ურნა 1,1 მ³ ტევადობით და 1 კონტეინერი 5,5 მ³ ტევადობით ნაგავსაყრელთან, ხოლო წელს ნაგვის ურნების რაოდენობამ 17-ს მიაღწია.

ხანდოში ამბობენ, რომ  ცუდი არ იქნება ნაგვის ურნების რაოდენობას თუ გაზრდიან. მათ უხარიათ, რომ ნაგავსაყრელი იხურება, მაგრამ აინტერესებთ, სად გადაყარონ გაუყიდავი კარტოფილი მომავალ წელს.

axb5

ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, მისი პირდაპირი ბრძანებით ხანდოს ნაგავსაყრელი იხურება.

„წყალსაცავის მშენებელ კომპანიას ვთხოვე ერთდროულად ნაგავსაყრელი დახურონ. მუნიციპალიტეტი ამაში ფულს არ დახარჯავს. ნაგავსაყრელის დახურვის გადაწყვეტილება ჩემი იყო და ამას სოფლის მოსახლეობაც ეთანხმება“, – თქვა მერმა.

axb2

ასევე წაილითხეთ: