ახალქალაქის სოფელ ხანდოს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, რომ სოფელში ყველაზე დატვირთული გზა მოაასფალტონ. მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ იციან, თუმცა წელს სოფელ ხანდოში ასფალტის საფარის პროექტი არ აქვთ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები შეზღუდულია.

„შეხედეთ, ასფალტი ორივე მხრიდან მშვენივრად არის დაგებული, მაგრამ როგორც კი მოუხვევ სოფლისკენ, გზა არ არის. წვიმიან სეზონზე სოფელი ტალახშია ჩაფლული, მზიან სეზონზე კი მტვერი იხრჩობა“, – ამბობს სოფელ ხანდოს მკვიდრი სეირან აკოპიანი.

papikner 1

სოფლის უფლებამოსილი პირი ამბობს, რომ სანამ რეგიონის შორეულ სოფლებში მიმავალი გზები არ მოასფალტდება, სოფლის შიდა გზებზე საუბარიც კი არ იქნება.

„ამ კითხვაზე პასუხი თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რადგან ასფალტი იგება იმ სოფლებში, რომლებიც გარეუბანშია და გზა საერთოდ არ აქვთ. ჩვენ ხელისუფლებას ჩვენს სოფელში ასფალტის დაგებას ვერ ვთხოვთ, სანამ ბოლო სოფლის გზა არ მოასფალტდება. ეს არ არის პატარა ტერიტორია, 4 კმ-ია, გვესმის, რომ დღეს სახელმწიფოს ასეთი შესაძლებლობა არ აქვს. რაიონული ბიუჯეტი არ არის საკმარისი მოასფალტებისათვის, მაგრამ კარგი იქნებოდა, ხალხს დიდი სურვილი აქვს, მაგრამ გვესმის, რომ დღეს ამის შესაძლებლობა არ არის“, – ამბობს სოფელ ხანდოს უფლებამოსილი პირი აშოტ საარიანი.

papiker

როგორც Jnews-ს ახალქალაქის მერიიდან აცნობეს, სოფელ ხანდოში სოფლის შიდა გზის მოასფალტება წელს არ არის გათვალისწინებულია.

„წელს არ გვაქვს პროექტი, ასფალტება არ არის გათვალისწინებული. მომავალ წელს გვექნება თუ არა, ვერ ვიტყვი, რადგან ჩვენი ბიუჯეტი შეზღუდულია. როგორც ცნობილია, წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული ფონდის თანხებით ვაშენებთ ხანდოს ხეობის გზას, რომელიც სოფელს ახალციხეში მიმავალ ცენტრალურ გზასთან აკავშირებს“, – ამბობს მერი მელქონ მაკარიანი.

Xando

ხანდო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის უდიდეს სოფლებს შორისაა. ამ სოფლიდან შედარებით ნაკლები ხალხი მიგრირებს. ხალხი ძირითადად მიწის დამუშავებით არის დაკავებული. დღეს სოფელში დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს.