ჯავახეთის სპორტსმენებმა კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს

ჯავახეთის სპორტსმენებმა კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს

6-დან 8 ნოემბრის ჩათვლით იტალიაში კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, რომელშიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან 10-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. სპორტსმენებმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს და სულ 9 მედალი მოიპოვეს: ხუთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სპორტსმენები 8 წლიდან ზევით. თითოეულმა მათგანმა ოთხ მეტოქესთან ჩაატარა ორთაბრძოლა. ყველა მონაწილე კმაყოფილი დარჩა თავისი შედეგით.
სპორტსმენების მომზადებაზე მწვრთნელი სარგის ტონაკანიანი ზრუნავს.
აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილეს მანამდეც მიუღია მონაწილეობა ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატებში. ერთადერთი გამონაკლისი არმან მარუქიანი გახდა, რომელიც ასეთი მაღალი დონის შეჯიბრზე პირველად გამოვიდა. მიუხედავად ამისა, მან პირველი ადგილის დაკავება და ჩემპიონობა შეძლო.
ოქროს მედლები მოიპოვეს:
სარგის ტონაკანიანმა
არტიომ კირაკოსიანმა
არმან მარუქიანმა
ვრეჟ იშხანიანმა
თათულ ქიურეღიანმა
ვერცხლის პრიზიორები გახდნენ:
არტიუშ ეზიკიანი
ანდრანიკ ჰაკობიანი
მაის ჰაკობიანი
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა:
მჰერ აღაჯანიანმა
სპორტსმენები, მათ მშობლები და მწვრთნელი მაღალ შეფასებას აძლევენ ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსურ მხარდაჭერას, რისი წყალობითაც მონაწილეებმა იტალიაში გამგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა შეძლეს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე