სიახლე
ახალქალაქიახალქალაქში ნევროლოგი და ნეიროქირურგი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ
07.11.2024
ნახვები: 76 |
ავტორი:
Rima Garibyan
შაბათს, 9 ნოემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში, უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ მოწვეული სპეციალისტები – ნევროლოგი და ნეიროქირურგი. კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ 16033-ზე დარეკვით ან კონსულტაციის დღეს პირდაპირ საავადმყოფოში მისვლით და ცოცხალ რიგში დგომით.
ახალქალაქის საავადმყოფო გირჩევთ მიმართოთ ექიმს, თუ გაწუხებთ სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ხერხემლის პრობლემები, ოსტეოქონდროზი და მრავალი სხვა…
როგორ შეუძლიათ ნევროლოგს და ნეიროქირურგს დახმარება?
როდის უნდა მიმართოთ ნევროლოგს?
თუ გაქვთ:
- თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
- კუნთების სისუსტის შეგრძნება
- ტკივილი ზურგში, ფეხებში, მკლავებში, სახესა და კისერში
- ძილის დარღვევა
- ყურადღების და მეხსიერების გაუარესება
- ამ სპეციალისტს მიმართავენ აგრეთვე ცუდი კოორდინაციისა და სიარულის არასტაბილურობის, ქუთუთოების დავარდნის, უკონტროლო მოძრაობების, მეტყველების ტიკების, მეტყველების უეცარი ცვლილებების შემთხვევაში და ა.შ.
ნეიროქირურგს უნდა მიმართოთ თუ გაქვთ:
- ზურგის ან კისრის ქრონიკული ტკივილი
- დისკის თიაქარი
- ინტრაკრანიალური ანევრიზმები
- გაფანტული სკლეროზი
- დაჭყლეტილი ნერვი
- რადიკულიტი
- ხერხემლის მოტეხილობები
- ხერხემლის სიმსივნეები
- ხერხემლის დეფორმაციები, როგორიცაა სქოლიოზი და სპონდილოლისთეზი
- თავის, ტვინის, კისრის ან ხერხემლის დაზიანებები…