ახალქალაქში, №5 სკოლასთან (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება. მშენებლები სამუშაოების დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავენ.
სამშენებლო მოედანზე პასუხისმგებელი პირის თქმით, პროცესი დაგეგმილის მიხედვით მიმდინარეობს.
„ახლა იატაკის მოჭიმვა მიმდინარეობს. გარდა ამინდის პირობებისა, ჩვენთბის არაფერს შეუძლია ხელი. ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას ახალ წლამდე. თუ არაფერი შეიცვლება, ვადაში დავასრულებთ“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოების დასრულების ვადა უკვე ერთხელ გაგრძელდა. საბავშვო ბაღის მშენებლობა თავდაპირველად მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვადა 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდა გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო, როდესაც მშენებლობისას ქალაქის ამ ნაწილში წყლის მილები დაზიანდა. ამ პრობლემების აღმოფხვრას დრო დასჭირდა, რა დროსაც მშენებლობა შეჩერდა.
სამუშაოზე პასუხისმგებელი პირის თქმით, შენობის ბევრ ოთახში გათბობა უკვე გაყვანილია, ფანჯრები უკვე შეკვეთილია და მალე დამონტაჟდება.
„გათბობა გაგვყავს, რომ ბეტონი ჩავასხათ, რამდენიმე ოთახში უკვე ჩასხმულია“, – თქვა მან. მისი თქმით, ამ დროისთვის სამშენებლო მოედანზე 7-8 ადამიანი მუშაობს, საჭიროების შემთხვევაში ეს რიცხვი 18-ს აღწევდა. მომუშავეები არიან როგორც ადგილობრივები, ასევე თბილისიდან.
საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი 2023 წლის 10 მაისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და კომპანია “აი ქეი ბი ბილდ”-მა 1 657 000 ლარის ოდენობით მოიგო. შეთანხმება 9 ივნისს გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საბავშვო ბაღის შენობა გათვლილი უნდა იყოს 75 ბავშვზე (25 კაციანი 3 ჯგუფი) და უნდა მოიცავდეს (შეიძლება არ შემოიფარგლოს):
– ცენტრალური შესასვლელი;
– ჰოლი;
– გუნდური ოთახი 25 ბავშვზე [გამოსაცვლელი, სათამაშო/სასადილო ზონა, საძინებელი, სველი წერტილი, სამზარეულო (ბუფეტი)];
– დირექტორის კაბინეტი
– სათავსო დაწესებულება;
– თეთრეულის შესანახი ფართი;
– დარბაზი (მუსიკალური და ფიზიკური მეცადინეობებისთვის), ინვენტარის შესანახი ოთახი
– სამედიცინო კაბინეტი/იზოლატორი;
– საუთაო და სამრეცხაო ოთახები;
– დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსოებით;
– სანიტარიული დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
– დასასვენებელი ოთახი
– დაწესებულება დარაჯისთვის.