უკვე წლებია სოფელ დადეშსა და სულდაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, თუმცა მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება. ორივე სოფლის მოსახლეობა წყალს გრაფიკით იღებს ან მეზობელი სოფლებიდან მოაქვს. ახლა სოფელ დილიფიდან ზემოაღნიშნულ სოფლებში წყალსადენის გაყვანის პროექტი დასასრულს უახლოვდება. სოფელ დადეშის სპეციალისტის თქმით, სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება.

სოფელ დადეშისა და სულდას მცხოვრებლებმა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხი მუდმივად ჭიანურდება. მოსახლეობა მუდმივად მოლიდინშია. როგორც Jnews-თან საუბარში სოფელ დადეშის სპეციალისტმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში მათი სოფლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

„ჩვენს სოფელში წყლის პრობლემა უკვე 99%-ით მოგვარებულია, ამ ხაზს დღემდე არ ვიყენებთ, რადგან სულდას ხაზზე ჯერ კიდევ არის სამუშაოები. რჩება მხოლოდ სარქველის დაყენება, თუ ეს გაკეთდება დადეშს წყალი ექნება, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ სულდას ხაზის სამუშაოც დასრულდეს და პარალელურად გავხსნათ. ამ დროისთვის 1000 ტონიან აუზში გვაქვს გამოსაყენებელი წყალი“, – დაამატა ედგარ თუმასიანმა.

ედგარის თქმით, ეს წყალმომარაგება, შეერთების შემთხვევაში, სასმელ წყალს არა მარტო სოფლის ყველა მცხოვრებს, არამედ სხვა სოფელსაც მიაწვდის.

„თუ ტუმბო ახლა მუშაობს 60 პროცენტიანი სიმძლავრით, მაშინ შეგვიძლია 100 პროცენტამდე გავზარდოთ, გარდა ამისა 60 პროცენტზეც კი, თუ დღეში 6-7 საათი იმუშავებს, ეს ორივე სოფლისთვის საკმარისი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა რეზერვების 30 პროცენტს ვიყენებთ“, – დაამატა მან.

აღვნიშნავთ, რომ სამშენებლო სამუშაოებს სულდა-დადეშის სოფლების სასმელი წყლით მუდმივი უზრუნველყოფის მიზნით შპს «MSI Group» ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შენდება ბასეინი, სატუმბი სადგური, აღდგება მთავარი წყალმომარაგება. პროექტის განსახორციელებლად ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 257 ათას 400 ლარი, ხოლო რეგიონული ფონდიდან 1 033 795 ლარი გამოიყო. სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დაიწყო.

ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: