წელიწადიდან წელიწადში გადასული სოფელ დადეშის პრობლემა – უწყლოობა – სოფლის მოსახლეობისთბის კვლავ აქტუალურია. ეს პრობლემა სოფელში სსრკ-ს დაშლიდან არსებობს, დადეშში წყალი გრაფიკით მოედინება, ხოლო მოსახლეობა ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მალე მრავალწლიანი პრობლემის მოგვარების კოწმეები იქნებიან.
როგორც ამას წინათ Jnews-მა დაწერა, სოფელ სულდა- დადეშის წყალმომარაგების სამუშაპები 2023 წლის ჯოემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა დღემდე გრძელდება. სოფელ დადეშში ჯერ კიდევ საკუთარი წყაროებით სარგებლობენ, რომელიც გრაფიკით მოედინება – ერთი დღე სოფლის ერთ ნაწილში, მეორე დღეს – მეორე ნაწილში. ეს წყალი სასმელად უვარგისია, მოსახლეობის თქმით, ის მუქი ფერისაა და ნალექს ტოვებს.
„მე დავიბადე, ეს პრობლემა უკვე არსებობდა. ყოველ ჯერზე არჩევნების დროს რაღაცას აკეთებენ. ახლა ვიმედოვნებ, რომ მალე წყალი გვექნება”,- ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
სოფლის ქალები ერთ ხმად ამტკიცებენ, რომ წყაროს წყალი, რომელიც გრაფიკით მოედინება, სასმელად უვარგისია, მაგრამ იძულებულნი არიან გამოიყენონ.
„თუ ამას არ გამოვიყენებთ, რომელი გამოვიყენოთ?”,- ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
„ვერ ხედავთ, რომ ყველგან არის გაზი, ხოლო ჩვენთან არ არის? ჩვენი სოფლით არავინ ინტერესდება. წინასაარჩევნო პერიოდში გვპირდებიან, მერე ავიწყდებათ”,- ამბობს სხვა მცხოვრები.
მათი თქმით, არის სახლები, სადაც წყალი გრაფიკითაც კი ვერ აჭრევს- წყალს მეზობლებისგან ზიდავენ.
როგორც Jnews-თან საუბარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა გააკეთა კომენტარი, სამუშაოები 2023 წლის ნოემბერში ვერ დასრულდა, რადგან მუნიციპალიტეტს მიწა უნდა ეყიდა, სადაც სატუმბი სადგური მდებარეობა, რათა ელექტროენერგია გაეყვანათ.
“სადაც სატუმბი სადგური ავაშენეთ, მიწა ჩვენი არ იყო, მიწა მუნიციპალიტეტმა იყიდა და საკუთარ ბალანსზე გადაიტანა, ამის გარეშე ელექტროენერგიას ვერ გავიყვანთ. ამას დიდი დრო დასჭირდა”,- აღნიშნა მოვსისიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოების დასრულება გაზგამანაწილებელ კომპანიასთან არის დაკავშირებული.
“ეს დაკავშირებულიაელექტროობასთან, ყველა ნებართვა არის, ბოლო ქაღალდია დარჩენილი, თბილოსიდან ველოდებით პასუხს. სამშენებლო სამუშაოები ძირითადად დასრულებულია, მაგრამ ელექტროობა უნდა იყოს გაყვანილი, რომ პომპა ჩაირთოს, და პომპების ჩართვის შემდეგ დავაკვირდეთ რა სამუშაოებია დარჩენილი. როგორც კი ელექტროობა საბოლოოდ იქნება გაყვანილი, ერთი თვის სამუშაო დარჩება”,- კომენტარი გააკეთა არა მოვსისიანმა.
სამშენებლო სამუშაოებს სულდა-დადეშის სოფლების სასმელი წყლით მუდმივი უზრუნველყოფის მიზნით შპს “MSI Group” აწარმოებს. პროექტის ფარგლებში შენდება ბასეინი, სატუმბი სადგური, ასევე აღდგება მაგისტრალური წყალმომარაგება. პროექტის განსახორციელებლად ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 257 ათას 400 ლარი, ხოლო რეგიონული ფონდიდან 1 033 795 ლარი გამოიყო. სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დაიწყო.