გუშინდელი დიდთოვლობის შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შიდასასოფლო გზები, სოფელ თახჩას გარდა, ღიაა.
გუშინ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დიდი თოვლი მოვიდა და ძლიერი ქარი იყო. დიდთოვლობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში სოფელ თახჩას გარდა, ყველა შიდასასოფლო გზა ღიაა.
“ყველა სოფლის გზა ღაა, სამსარიც, ხავეთიც, სოფელ თახჩას გარდა, ჩვენ ხალხი უკვე გავაგზავნეთ და ისინი გაწმენდენ გზას თოვლისგან” , – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის შიდასასოფლო გზების თოვლისგან გაწმენდის ტენდერში კომპანია შპს “ჯავახ ავტო გზამ” გაიმარჯვა.