17-დან 20 აპრილამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ ბოროტმოქმედებმა 4 დაკეტილი სახლი გაქურდეს, ან მცდელობდა. ზოგ შემთხვევაში, უცნობია რა წაიღეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში, სამი დღის განმავლობაში 4 სახლი გაიძარცვა, ან გაძარცვის მცდელობა იყო. სამ შემთხვევაში დამნაშავეებმა მოასწრეს გაქურდვა, მეოთხე შემთხვევაში კი, ვიღაც მოვიდა და ქურდები შეაშინა. ყველა სახლის მეპატრონე საზღვარგარეთ იმყოფება, მაგრამ ნათესავები 2-3 დღეში ერთხელ აუცილებლად აღებენ სახლს და ამოწმებდნენ ყველაფერი თუ არის რიგზე.
ქურდობის პირველი ფაქტი სოფელ კულიკამში 17 აპრილს აღმოაჩინეს. აქამდე სახლი 2 დღის წინ შეამოწმეს, ამიტომ ძარცვა, სავარაუდოდ, 16 ან 17 აპრილს მოხდა. ადგილობრივების თქმით, ამ სახლიდან 15 000 ლარი და ორი, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღია მოპარული. სახლის მეპატრონე მასწავლებელი იყო. 2019 წლის შემოდგომით, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ორი წლის ხელფასის სახით მიიღო პრემია, რომელიც სახლში დატოვა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუსლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას, მისაკუთრების, ან გამოძალვის მიზნით.
ქურდობის სხვა ორი ფაქტი შაბათს საღამოს, 18 აპრილს, მოხდა, ხოლო მესამე გუშინწინ, 19 აპრილს შენიშნეს.
იმის გამო, რომ სახლის მფლობელები ადგილზე არ იმყოფებიან, რთულია დადგენა, თუ ბოროტმოქმედებმა რა წაიღეს. ერთ-ერთი გაქურდული სახლის მფლობელებს რუსეთში ნათესავებმა დაურეკეს და გაარკვიეს, რომ წაღებულია დაახლოებით 1000 ლარის ოდენობის ქონება.
მესამე სახლში უკვე 20 წელია არავინ ცხოვრობს.
“მთელი სახლი არეული იყო, არ ვიცი, რისი წაღება შეეძლოთ. მეპატრონეები 20 წლის წინ გადავიდნენ რუსეთში, იქ გარდაიცვალნენ, შვილებმა არც იციან, რა დაუტოვეს მშობლებმა, რა იყო სახლში. პოლიციელები გუშინ მოვიდნენ, თითის ანაბეჭდები აიღეს”, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სოფელ კულიკამში, სარგის უზუნიანი.
მეოთხე სახლის გაქურდვა მძარცველებმა ვერ მოასწრეს, რადგან ვიღაცამ ისინი შეაშინა.
სოფელში გაურკვევლობაა, რატომ დაიწყეს ცარიელი სახლების გაძარცვა.
“ამ სახლებიდან ორში ყოფილი მასწავლებლები ცხოვრობენ, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ქურდები ფულს ეძებდნენ, რომელიც შარშან დაურიგეს მასწავლებლებს, როდესაც ისინი პენსიაზე გავიდნენ. თუმცა, ერთ მათგანს პრემია არ მიუღია, მან ფეხი მოიტეხა და პენსიონერების სახელმწიფო პროგრამამდე დატოვა სამსახური. მაგრამ, როდესაც მომდევნო ორი სახლი გაქურდეს, ამ ვერსიამ აქტუალობა დაკარგა”,- ამბობს სარგის უზუნიანი.
კულიკამში მომხდარი ერთ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით. ქურდობის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სოფლის მცხოვრებლებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
სოფელ კულიკამში ბევრი დაკეტილი სახლია, რომელთა მეპატრონეები, ან სხვა ქვეყანაში იმყოფებიან, ან ზამთარში შვილებთან მიდიან. მაგრამ ყველა დაკეტილ სახლს ნათესავები პატრონობენ. ამ დღეებში სოფლის მოსახლეობამ, ვინც დაკეტილ სახლებს პატრონობს, სიმშვიდე დაკარგა, ნათესავების სახლებს დღეში, რამდენიმეჯერ ამოწმებენ. ზოგიერთი დაკეტილ სახლებში ღამის გათევასაც აპირებს.